პრეზენტაცია
ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.
No comments:
Post a Comment